არჩევნები ისრაელში

ისრაელის ვადამდელ არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა გაიმარჯვა

Aljazeera

ისრაელში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის, ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა გაუმარჯვა. ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგებით, ლიკუდს 120-ადგილიან ქნესეთში 30 ადგილი ერგო. მეორე ადგილზე მემარცხენე ცენტრისტული სიონისტური ბანაკი გავიდა, რომელსაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ციპი ლივნი და პარტია ავოდას ლიდერი იცჰაკ ჰერცოგი ხელმძღვანელობენ. ალიანსს 24 მანდატი ერგო.

ნეთანიაჰუ მმართველი კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს ქნესეთში გასულ სხვა პარტიებთან აწარმოებს.

"ყველა სიძნელის მიუხედავად, პარტია ლიკუდმა გიმარჯვა. ამ საღამოს ეროვნული ბანაკის ყველა პარტიის ლიდერს ვესაუბრე და შევთავაზე, შემომიერთდნენ და ისრაელის ახალი მთავრობა სასწრაფოდ ჩამოვაყალიბოთ, რადგან შექმნილი სიტუაცია შესვენების შესაძლებლობას არ გვაძლევს", - თქვა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები