ევროპული საქართველო

ბოკერია: თავისუფალი სამყარო ქართველი ხალხის მეგობარია, არა დღევანდელი, თუ წინა მთავრობის

თავისუფალი სამყარო, დასავლეთი, აშშ უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი ჩვენს საქმეებში კი არ ერევიან, იმას კი არ გვიწყვეტენ, ვინ მოსწონთ და ვინ - არა, მათ აქვთ პრინციპული, ღირებულებითი და პრაგმატული ინტერესები საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით. მათ ინტერესშია ძლიერი, დემოკრატიული საქართველო. ბუნებრივი ინტერესი აქვთ თავისუფალი სამყაროსი, რომელიც არის შემაკავებელი ფაქტორი რუსული აგრესიის. საბედნიეროდ, დღეს 2008 წლისგან განსხვავებით რუსული საფრთხის აღქმა ბევრად წინ არის. აქედან გამომდინარე, ამ პრაგმატული და ბუნებრივი ინტერესიდან გამომდინარე ისინი არიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები - არა დღევანდელი, არა გუშინდელი, არა ხვალინდელი მთავრობის. ყველა, ვინც თავისუფალი სამყაროსა და მისი ლიდერის, აშშ-ის ამ ამოცანებს დაუპირისპირდება და რაც მთავარია ძალადობითა და უკანონობით დაუპირისპირდება ქართველ ხალხს, მოხვდება იზოლაციაში. ამ პროცესს ვხედავთ ახლა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში საუბრობს ქართული ოცნების მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა უკან წაიღო დაპირება პროპორციული საარჩევნო ცვლილების მიღების შესახებ.

კომენტარები