კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: გაზრდილ შემთხვევებს უფრო კარგად ვუმკლავდებით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნები

ჯერჯერობით, ჯანდაცვის სისტემა ამ გაზრდილ დატვირთვებს უძლებს, წარმატებით უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, უფრო წარმატებით, ვიდრე ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, სადაც, როგორც იცით, ძალიან ბევრი პაციენტი საერთოდ ექიმის გარეშე რჩება, ძალიან ხშირია ბინაზე გარდაცვალებები, ზოგჯერ მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Tv პირველის ეთერში, საქართველოში კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში მილიონ მოსახლეზე საქართველოში კორონავირუსით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, პერუში, თურქეთში, ესპანეთში. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით უკვე თვეებია, "მოწინავეები" არიან. ასევე, ნაკლები პაციენტი გარდაიცვალა და დაინფიცირდა გერმანიაში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, საბერძნეთში.

კომენტარები