ლიბია კადაფის შემდეგ

ლიბიის ახალმა მთავრობამ ქვეყანა გათავისუფლებულად გამოაცხადა

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს (NTC) ლიდერმა,  მუსტაფა აბდულ ჯალილმა, ბენგაზიში შეკრებილი მოსახლეობის წინაშე ქვეყანა გათავისუფლებულად გამოაცხადა. მან ლიბიელებს თავისუფლების მოპოვება მიულოცა და  მადლობა  უთხრა ყველას, ვინც კადაფის რეჟიმის დასუსტებაში წვლილი შეიტანა.  ამასთან, აბდულმა ჯალილმა  ლიბიელებს  სამოქალაქო დაპირისპირების  დასრულებისკენ მოუწოდა. ”  ჩვენ ყველას , შერიგებისა და მიტევებისკენ მოვუწოდებთ’’ – განაცხადა ლიბიელმა მაღალჩინოსანმა.

ლიბიელებს გამარჯვება და ორმოცწლიანი დიქტატურისგან გათავისუფლება მიულოცა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.  NATO-ის გენერალური  მდივანი , ანდერს ფონ რასმუსენიც  მიესალმა  ლიბიაში  განმათავისუფლებელი ბრძოლის დასრულებას და აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირების მიმართ   არსებული საფრთხეების   გათვალისწინებით ,  NATO  მზადაა მისმა  ძალებმა გააგრძელონ მისია ლიბიაში.   
 
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ლიბიელების წარმატებას ,,ისტორიულ გამარჯვება’’ უწოდა.

ლიბიაში არჩევნები მომავალი წლის ივნისში ჩატარდება. კონსტიტუციის პირველ პროექტს სწორედ ამ კენჭისყრის შედეგებით არჩეული ორგანო მიიღებს, რომელსაც რეფერენდუმზე გაიტანენ დასამტკიცებლად.

 



კომენტარები