უოლ სტრიტის დემონსტრაცია

უოლ სტრიტის დემონსტრანტები მსოფლიოს უმდიდრესთა 1%-ში არიან

აშშ-ში ფინანსურ ცენტრში გამოსული დემონსტრანტები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1%-ს მიეკუთვნებიან, წერს Yahoo News-ის კონტრიბუტორი ეკონომიკის საკითხებში, მორგან ჰაუსელი. 

ნიუ იორკში ფინანასურ ცენტრში გამოსული მემარცხენე სტუდენტები ამერიკის უმდიდრესი 1%-ის „დასჯას“ მოითხოვს.

ჰაუსელი მსოფლიო ბანკის ეკონომისტის ბრანკო მილანოვიჩის კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების 1%-ს მიეკუთვნება ყველა ვინც წელში 34,000$ გამოიმუშავებს. იმისთვის, რომ მსოფლიოს უმდიდრეს 50%-მიეკუთვნებოდე საჭირო წელში 1,225$ გამოიმუშავებდე, ტოპ 20%-ში მოსახვედრად წელში 5000$ არის საკმარისი, ტოპ 10%-ში 12,000$, ტოპ 0.1%-ში კი ის ადამაინები არიან ვინც წელში 70,000$ გამოიმუშავებენ. 

გაეროს მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, 2.8 მილიარდი ადამიანი დღეში 2$-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს. მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 95% დღეში 10$-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს. მილანოვიჩის მიხედვით, უღარიბესი ამერიკელები (მოსახლეობის 5%) უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე მსოფლიო მოსახლების ორი მესამედი. მაგალითად, ინდოელების მხოლოდ 3% გამოიმუშავებს მეტს ვიდრე ყველაზე ღარიბი ამერიკელები (0.1%). ამ მონაცემებზე დაფუძნებით, ჰაუსელი აცხადებს, რომ უოლ სტრიტის დემონსტრანტები, რომლებიც მდიდარი 1%-ის წინააღმდეგ გამოდიან, თავად არიან მსოფლიოს უმდიდრესი 1%-ის ნაწილი. 

რა განაპირობებს მსოფლიოს მოსახლეობის შემოსავლებს შორის ასეთ განსხვავებას? მილანოვიჩის კვლევის მიხედვით, ადამიანის მომავალ შემოსავალს დიდწილად განსაზღვრავს თუ რომელ ქვეყანაში დაიბადება ის. მისი თქმით, შემთხვევების 60%-ში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს შორის განსხვავება მათი დაბადების ადგილით აიხსნება. 

ჰაუსელის მიხედვით, ღარიბი ამერიკელების 99% აქვს ელექტროენერგია, სასმელად ვარგისი წყალი და საკვები და მაცივარი, 95% აქვს ტელევიზორი, 88%-ს - ტელეფონი, 71%-ს - მანქანა.

კომენტარები