ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხელი მოიტეხა

ნატოს გენერალური მდივანმა  ანდერს ფოგ რასმუსენი  ბრიუსელში, ველოსიპედით სეირნობისას  დაზიანდა. ’ეს მოხდა კვირას, გენერალურმა მდივანმა ხელი მოიტეხა”-განმარტეს ნატოს პრეს-სამსახურში. ” ანდერს ფოგ რასმუსენი ამჯერად  თავს კარგად გრძნობს.  ის რამდენი დღით დაისვენებს და არ იქნება სამსახურში”- მოჰყავს სააგენტო” როიტერს ” ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის  სიტყვები. ამ კვირაში ნატოს გენერალურ მდივანს  უნდა განეხორციელებინა  ვიზიტი ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში.  გავრცელებული ცნობებით,   კვირას მიღებული ტრამვის გამო  მას ვიზიტის გადაწევა  მოუწევს. 

კომენტარები