დმიტრი მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა ”ლადუშკა” იცეკვა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა  ხუთშაბათს  რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში   სამუშაო გასვლისას  სკოლამდელი აღზრდის  პრობლემები განიხილა , ”ლადუშკა” იცეკვა და ბავშვებს უთხრა  თავისუფალ დროს  კითხვა მიყვარსო. მედვედევმა პეტროზოვოდსკში  საბავშვო ცეკვების   სექცია მოინახულა. ის   იმ სტუდიაში შევიდა, სადაც ცეკვის გაკვეთილი მიმდინარეობდა . ”  საბავშვო ანსამბლის ხელმძღვანელმა   პრეზიდენტს   საერთო მხიარულობაში ჩართვა შესთავაზა , მედვედევი ცეკვას უარობდა, მაგრამ დაწესებულების თანამშრომლები  და ბავშვები  მას  არ მოეშვნენ  და ბოლოს და ბოლოს უბრალო ცეკვა - ”ლადუშკა”-  აცეკვეს. ”-წერს რუსული პრესა. 

კომენტარები