დმიტრი მედვედევი

მედვედევი: რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის, მათ შორის არც უკრაინის მოქალაქეებს, არ სჭირდება. 

მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სახელწოდებით – "რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება".

მედვედევის პოსტი დაყოფილია ექვს პუნქტად, სადაც იგი ამტკიცებს, რატომ არ სჭირდება უკრაინა ევროპას, აშშ-ს, აფრიკას და ლათინურ ამერიკას, აზიას, ასევე რუსეთს და ბოლოს, თავად უკრაინის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, მედვედევმა უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა. 

"და ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი". – წერს იგი.

რაც შეეხება თავად უკრაინელებს, მედვედევის თქმით, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში.

"ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომ ის არ იარსებებს". – წერს მედვედევი.

კომენტარები