ფიროსმანი

საქართველოს ფიროსმანის მეარღნე დაუბრუნდა

სამართალდამცველებმა საქართველოს დაუბრუნეს ნიკო ფიროსმანის ნახატი. როგორც დღეს ჟურნალისტებს პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა აცნობა ფიროსმანის „მეარღნეს“   მეზობელი ქვეყნის შავ ბაზარზე მიაკვლიეს და უკან - საქართველოში დააბრუნეს. პროკურორის განმარტებით, ფიროსმანის ნახატის საქართველოდან არაკანონიერი გზით გატანის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს ერთ-ერთმა დაკავებულმა მიაწოდა.

„ფიროსმანის" მეარღნე" საქართველოდან რამდენიმე წლის წინ გაიტანეს. სხვა ქვეყნის სამართალდამცველებთან აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა მისი დაბრუნება.“ -აღნიშნა ტყეშელაშვილმა. ნახატი  ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

 

კომენტარები