ქართუ ბანკი

ბანკ ქართუს ჩამორთმეული თანხა დაუბრუნდა

ბანკ ქართის კუთვნილი 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო დაუბრუნდა.

” 2011 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაირიცხა ბანკი ქართუს  ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით, რაც გამორიცხავს მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება”.- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

18 ოქტომბერს ბანკი ქართუს ინკასაციის მანქანა, რომელსაც საქართველოს ბანკიდან ნაღდი ფული გაჰქონდა პოლიციამ გააჩერა. მაშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ბანკს ჩამოერთვა 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო, ასევე ინკასაციის მანქანა. შსს-მ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ქართუ ბანკში ფულის გათეთრების ბრალდებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ”პოლიტიკური ანგარიშსწორების” ნაწილად მიიჩნიეს.

კომენტარები