ქართუ ბანკი

ზაქარეიშვილი: არ ვიცი, როგორ გამოიყურება ბანკი ქართუ და სად მდებარეობს

წარმოდგენა არ მაქვს, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. მე არ მაქვს [კრედიტი ქართუ ბანკში]. მართლა პატივს გცემთ და მართლა მსიამოვნებს თქვენთან [ჟურნალისტებთან] ურთიერთობები და ამაზეც კი, ბატონო, ვილაპარაკოთ, მაგრამ ცოტა მეტი სერიოზული ინფორმაცია მოიტანეთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ საერთოდ არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება ბანკი ქართუ და სად იმყოფება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქართუ ბანკში მინისტრების აღებულ კრედიტებზე.

კომენტარები