უგანდა

უგანდაში ჰომოსექსუალთა შეკრება დაარბიეს

უგანდის ეთიკისა და პატიოსნების მინისტრმა, საიმონ ლოკოდომ, ლგბტ უფლებადამცველთა მიერ მოწყობილი შეკრება დაშალა. ლოკოდო უგანდაში ჰომოსექსუალური აქტების წინააღმდეგ 14 წლიანი პატიმრობის გამკაცრებას უჭერს მხარს.

დეპუტატმა დევიდ ბახატიმ, რომელიც „დამამძიმებელი ჰომოსექსუალობისთვის“ სიკვდილით დასჯის კანონპროექტის ავტორია, ცოტა ხნის წინ პროექტი შეასწორა და ჰომოსექსუალებისთვის სასჯელად მხოლოდ სამუდამო პატიმრობა დატოვა.

უგანდის მთავრობამ, საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის შემდეგ განაცხადა, რომ მას აქვს უფლება კანონპროექტზე დებატები მოაწყოს, მაგრამ თავად ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობის შემოღებას მხარს არ დაუჭერს.

 

კომენტარები