უგანდა

უგანდის მინისტრი შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა, მოკლულია მისი ქალიშვილი და მძღოლი

უგანდელი მინისტრი და არმიის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი კატუმბა ვამალა დღეს, 1-ელ ივნისს შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, გენერლის ავტომობილზე ცეცხლის გახსნის შედეგად, მოკლულია მისი ქალიშვილი და მძღოლი, თავად კატუმბა კი მძიმედაა დაჭრილი და რეანიმაციაშია გადაყვანილი. 

უგანდის პრესსამსახურის განმარტებით, თავდასხმა დედაქალაქ კამპალაში, მინისტრის სახლთან ახლოს განხორციელდა. გზაჯვარედინზე გაჩერებულ გენერლის მანქანას რამდენიმე შეიარაღებული პირი მოტოციკლეტით მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. 

თავდამსხმელების ვინაობა და მოტივები, ჯერჯერობით, უცნობია. 

უკანასკნელ წლებში უგანდაში მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობის არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის, კატუმბაც რამდენიმე თავდასხმის სამიზნე იყო. 

 

კომენტარები