ემირ კუსტურიცა

კუსტურიცა : რუსი რომ ვიყო პუტინს მივცემდი ხმას

ცნობილი სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა  საკუთარ ფოლკ -როკ ჯგუფთან The No Smoking Orchestra -თან ერთად  რუსეთს ეწვია. მისი ჯგუფი კონცერტებს მოსკოვსა  და  სანკტ-პეტერბურგში გამართავს.  ემირ კუსტურიცამ  მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ  რუსეთში მისი ჩასვლა არ უკავშირდება პოლიტიკას და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა  იქვე თქვა:” მე რომ ვიყო ბრიტანელი პუტინის მიმართ სიმპათია არ მექნებოდა, რომ ვიყო ამერიკელი მის წინააღმდეგ ვიქნებოდი,  ხოლო რუსი რომ ვიყო ხმას მივცემდი.”

 კუსტურიცას მოსაზრებით, ის რაც დღევანდელ რუსეთს სჭირდება  სტაბილურობა და განვითარებაა და ამ მიმართულებით ”სწორედ  პუტინია   მიხაილ გორბაჩოვის და ბორის ელცინის გზის გამგრძელებელი.”

”მე ვარ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი, უბრალოდ მგონია, რომ თითოეული რუსისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა და არა ექსპერიმენტები,”- განაცხადა სერბმა კინორეჟისორმა, რომელიც  დოსტოევსკიზე ფილმის გადაღებაზე ფიქრობს.

 

კომენტარები