აშშ საპრეზიდენტო არჩევნები 2012

კონდოლიზა რაისი მით რომნის უჭერს მხარს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აშშ-ს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მით რომნის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ამის შესახებ კონდოლიზა რაისმა კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც მით რომნის წინასაარჩევნო ფონდისთვის სახსრების მოძიებას ეძღვნებოდა.

,,ამერიკას სჭირდება ლიდერი, რომელსაც ესმის რამხელა მოლოდინია მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და არ ეშინია ამ ლიდერობის.’’-განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

ექსპერტების ვარაუდით, რესპუბლიკელი მით რომნი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კონდოლიზა რაისს დაასახელებს.

კონდოლიზა რაისი, რომელიც ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას ასწავლის,  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 2005-2009 წლებში იყო. 

კომენტარები