Must carry

კანონპროექტი Must Carry-სთან დაკავშირებით პარლამენტს დღეს წარედგინება

ე.წ. Must Carry-სთან დაკავშირებული მზა კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის.

Must Carry-ს ამოქმედების შემდეგ საკაბელო ტელევიზიები ვალდებული იქნებიან, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მაუწყებელი ყველა ტელევიზიის ტრანზიტი განახორციელონ.

,,საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა სერთო მაუწყებელი.’’-ნათქვამია საარჩევნო კოდექსის ახალ პუნქტში.

კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლებს არ ექნებათ ტრანზიტული გავრცელებისთვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

როგორც ცნობილია კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნუგზარ წიკლაური და პავლე კუბლაშვილი არიან. 

კომენტარები