Must carry

Must carry-ის პრინციპი უკვე დაკანონებულია

Must carry-ის პრინციპი უკვე დაკანონებულია. საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 103 ხმით ერთხმად დაამტკიცა.

კანონის შესაბამისად, საკაბელო ტელევიზიები ვალდებული იქნებიან, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მაუწყებელი ყველა ტელევიზიის ტრანზიტი განახორციელონ.

ახლადმიღებული რეგულაციების  მიხედვით, საკაბელო ტელევიზიებმა აღნიშნული ვალდებულების შესრულება არჩევნების დანიშნიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა მოახდინონ.

კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნუგზარ წიკლაური და პავლე კუბლაშვილი არიან. 

კომენტარები