Must carry

უმრავლესობისთვის Must carry-ის პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელება მიუღებელია

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "საარჩევნო კოდექსში" კანონში ცვლილებების პროექტი განიხილებოდა, უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება ე.წ. Must carry-ის პრინციპის მოქმედების ვადისადმი. საპარლამენტო უმრავლესობისთვის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ყველა საკაბელოს მიერ საერთო მაუწყებლების ტრანზიტის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც ცნობილია, სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტი არჩევნების გამოცხადების დღიდან უშუალოდ საარჩევნო დღემდე ვრცელდება. არასამთვრობო სექტორი და ოპოზიციაც ითხოვს, რომ Must Carry–ის პრინციპი არა მხოლოდ არჩევნების დღემდე, არამედ მისი საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დარჩეს ძალაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "პოლიტიკური ცხოვრება არჩევნების შემდეგ მუდმივად გრძელდება და ამ მხრივ გამონაკლისის დაშვება, გაუმართლებელია".

ქრისტიან–დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინა დღეს საკაბელოებიდან ალტერნატიული აზრის გათიშვა, ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს.

 

კომენტარები