Must carry

პარლამენტმა Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. საარჩევნო კოდექსში ცვლილების პროექტს 81 ხმით, ერთხმად, დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საკაბელო კომპანიებს, რომლებსაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ავტორიზაცია აქვთ გავლილი, ვალდებულება ექნებათ, წინასაარჩევნო პერიოდში – არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების ჩატარების წინა დღემდე, საკუთარ პაკეტში ყველა მაუწყებლის ჩართვა უზრუნველყონ.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღესვე მეორე მოსმენით განიხილავს.

 

კომენტარები