კონტროლის პალატა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლაშა თორდია დაიკავებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია დაიკავებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, აღნიშნულ პოსტზე დასამტკიცებლად, ლაშა თორდიას კანდიდატურას ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა თორდიას ადგილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს.

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ’’ კანონის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, საქართველოს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს.

ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რის მოტივადაც კახეთში მომხდარი სტიქია დაასახელა. მი­სი თქმით, დღეს ხალხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა და მისი მომავალი საქმიანობა გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვას უკავშირდება.  

კომენტარები