საქართველო-ნატო

ჯეიმს აპატურაი გიგა ბოკერიას შეხვდა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მთავრობის კანცელარიაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კანცელარიის შემდეგ ჯეიმს აპატურაი საგარეო უწყებაში გადაინაცვლებს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადების გაკეთება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შეხვედრებს გამართავს არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

 

კომენტარები