რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი: გარდამავალ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეხვდა.

„გარდამავალ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას მხარს უჭერს. კმაყოფილები ვართ მიმდინარე პროცესით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნორლანდმა.

მისი თქმით, ეს იყო კარგი საშუალება უკეთ გასცნობოდა ფინანსთა სამინისტროში მისულ ახალ გუნდს.

ნორლანდმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც აშშ საქართველოში მხარს უჭერს და ახორციელებს, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაა. 

კომენტარები