რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი: მოხარული ვარ, რომ ამერიკელებს დღეს ქართველ მეგობრებთან ერთად შეგვიძლია გავიზიაროთ საპრეზიდენტო არჩევნების ამაღელვებელი მომენტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მტკიცე და მყარი რწმენა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.                   

ელჩის თქმით, ამერიკა ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის სურვილს, ცხოვრობდეს უკეთ და ჰქონდეს მეტი ეკონომიკური ზრდა.

„საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნატო-ს წევრი, სურვილს, ჰქონდეს მეტი ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანამ იცხოვროს კეთილდღეობით, ამერიკა მომავალშიც მხარს დაუჭერს და აშშ-ის განწყობა ამასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. რაც შეეხება დემოკრატიულ მმართველობას, ეკონომიკურ მოდელსა და უსაფრთხოების სისტემის მოწყობას, საქართველოშიც ახლახან ჩატარდა არჩევნები და მოხარული ვარ, რომ ამერიკელებს დღეს ქართველ მეგობრებთან ერთად შეგვიძლია გავიზიაროთ საპრეზიდენტო არჩევნების ამაღელვებელი მომენტი“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. 

 

კომენტარები