2013 წლის ბიუჯეტი

პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა

პარლამენტში საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტს ხელს აწერს პრემიერმინისტრი და მას აქვს პრეზიდენტის თანხმობა.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ცნობით, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება შემცირდება. გარდა ამისა, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატის დაფინანსება.

შეგახსენებთ, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენის ბოლო ვადა დღეს იყო. 

კომენტარები