პროტესტი

გორელი მეხანძრეების საპროტესტო აქცია

გორელმა მეხანძრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

მეხანძრეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის ოქტომბრიდან მათ ხელფასი გაეზარდათ, თუმცა გაზრდილი ხელფასი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნებში შედის ახალი აღჭურვილობა 25 წლის რუსული წარმოების ზილის მარკის ავტომანქანების ნაცვლად, სამუშაო ფორმები და სამედიცინო დაზღვევა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების შემთხვევაში, მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.

გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი მამუკა იმერლიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს, რომ მომატებული ხელფასების მიღების დაპირება ადგილობრივი ხელისუფლებიდან უკვე მიიღეს, თუმცა კვლავ ღიად რჩება დაზღვევის და აღჭურვილობის საკითხი.

კომენტარები