ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე: რუსი ხალხის მიმართ საქართველოში იყო და არის მეგობრული განწყობა

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აღნიშნული რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არ ქმნის "საუკეთესო" ფონს დიალოგის აღსადგენად".

აბაშიძის თქმით, მზა რეცეპტები ამ შემთხვევაში არ არსებობს და დიალოგი აუცილებელია. "ასე გვესახება საქმის ვითარება და პასუხი ბატონ ლავროვის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რის და როგორ გაკეთებას გვთავაზობენ. რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ გამოთქმულ სიმპათიებს, გვსურს დავადასტუროთ, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში იყო და არის მეგობრული განწყობა", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. 

პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დიალოგის დასაწყებად წინაპირობების წამოყენება არასწორია.

"ოფიციალური თბილისი არ აყენებს არანაირ წინაპირობას ახალი ფორმატის დიალოგის დასაწყებად. ამ კონტექსტში გაუგებარი იქნება, თუკი რუსეთის მხარე მოითხოვს ჩვენგან წინაპირობის სახით ე.წ. ახალი რეალობების აღიარებას, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან შეგუებას", - განაცხადა აბაშიძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა ბრი­უ­სელ­ში, NATO-რუ­სე­თის საბ­ჭოს თათ­ბი­რის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის სურ­ვილს.

"ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბი აც­ხა­დე­ბენ, რომ მათ სურთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს გა­ნი­ხი­ლა­ვენ სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფ­ხა­ზეთს, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს. ასე­თი რი­ტო­რი­კა, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბას. ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლი კუთ­ხით, ხალ­ხთა შო­რის პრაქ­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის კუთ­ხით გარ­თუ­ლე­ბებს ვერ ვხე­დავთ", - გა­ნაც­ხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.  

კომენტარები