გამოძიება

რიყის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადება გავრცელდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, რიყის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა. 
''გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 6 ივნისს, რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფართით 43350 მ.კვ. თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით 7 მლნ. აშშ დოლარად გასხვისებული იყო, ერთ-ერთ საწარმოზე, რომელსაც ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ გარდა საფასურის გადახდისა, საკუთარი ხარჯით უნდა განეხორციელებინა საავტომობილო მაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის შესაბამისი განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ საწარმოს არც ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ აღნიშნული მიწის ფართები, თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 მლნ. აშშ დოლარად. გამოძიების ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტები სხვადასხვა უწყებებიდან. დაკითხულები არიან თბილისის მერიის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ქონდათ ხსენებულ საკითხთან'', - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით იოსელიანი და თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი დაიკითხნენ. 

 

კომენტარები