გამოძიება

სოსო რობაქიძე: სისულელეს აკეთებენ, გაყალბებულია კადრები

ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გაყალბებულია.
"სისულელეს აკეთებენ, გაყალბებულია კადრები. ორი დღის წინ ეს კაცი ამბობდა, რომ რობაქიძის და გირგვლიანის ქუჩა უნდა გაიხსნასო. დონაძე საზღვარგარეთ ეგდო მაგიტომ, რომ გაეკეთებინა ეს კასეტა. გავა ეს კასეტა ექსპერტიზაზე და ვნახავთ პასუხს. რაც არ უნდა მოხდეს მანდ და რაც არ უნდა დაიქცეს ქვეყანა, ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია, სად ჰქონდათ 10 წელი ეს კასეტა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.
სოსო რობაქიძემ სააგენტოსთან საუბარში დაადასტურა, რომ ბუტა რობაქიძე მასთან ერთად მყოფი პირებიდან მხოლოდ ერთს იცნობდა, ყველა დანარჩენი კი დიდუბეში, სუფრაზე გაიცნო.
დღეს, 19 თებერვალს, კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან. 

კომენტარები