სამძიმარი

პრეზიდენტი ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, მთარგმნელისა და მწერლის ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილმა ჯემალ აჯიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილით მიუსამძიმრა. 
"მისი ორიგინალური თარგმანით გამორჩეული პიესები არაერთხელ ყოფილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლის აღფრთოვანების საგანი. მას ნათარგმნი აქვს მრავალი მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები და ამასთანავე განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ებრაული კლასიკური პოეზიის ქართულად თარგმნის საკითხში. ბატონ ჯემალს ნამდვილად გამორჩეული ადგილი ეკავა, როგორც ქართულ-ებრაულ და მსოფლიო ლიტერატურაში, ასევე, ჩვენს ერებს შორის ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
მწერალი და მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი 68 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა. 
 

კომენტარები