აშშ-ს ელჩი

ნორლანდი: ის, რაც დღეს მოხდა, არ არის დემოკრატია

"ის, რაც დღეს მოხდა, არ არის დემოკრატია", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შეკრებილ მოქალაქეებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საღამოს ძალადობას ჰქონდა ადგილი."შიში არსებობს, რომ ვინც ახლა რეზიდენციის შიგნით არის დარჩენილი, ვერ გამოვა თავისუფლად გარეთ", - განაცხადა ნორლანდმა.

ელჩის თქმით, მას ესმის, რომ მოსახლეობა შეიძლება ბევრ რამეზე იყოს განაწყენებული, მაგრამ მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. როგორც ელჩმა განაცხადა, პრეზიდენტმა დღეს აღნიშნა, რომ მას სურს თანამშრომლობა პარლამენტთან და მთავრობასთან და აქედან გამომდინარე, ნორლანდმა შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობიანად დაიშალონ.

კომენტარები