სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლევან ყიფიანი არვიდას საბონისს შეხვდა

4 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს - არვიდას საბონისსა და აღმასრულებელ დირექტორს - პაულიუს მოტეიუნაისს უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი დაესწრნენ. ყიფიანმა და საბონისმა ლიტვის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შესახებ ისაუბრეს. მინისტრის და საბონისის შეხვედრამდე სასტუმრო “რედისონში”არვიდას საბონისმა, პაულიუს მოტეიუნაისმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მზადდება პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5-წლიანი გეგმა. დღესვე იგეგმება საბონისის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

სამინისტროს პრესსამსახური

კომენტარები