სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სტეფანია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

ვლადიმერ სტეფანია და ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის ახალი წევრი, ყოფილი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია იქნება. სტეფანია წლების მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ასევე ის პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც NBA-ში ითამაშა. სიეტლ სუპერსონიკსის, მაიამი ჰიტის და პორტლანდ თრაილ ბლეიზერსის ყოფილი მოთამაშე მრჩეველთა საბჭოს 18-კაციან შემადგენლობას შეუერთდება.

სამინისტროს ცნობით, მრჩეველთა საბჭო პერიოდულად იკრიბება და სამინისტროსთან ერთად სპორტული ფედერაციებისთვის რჩევებსა და რეკომენდაციებს იმუშავებს. საბჭო ასევე განიხილავს ოპტიმალურ სტრატეგიას ახალი კადრების მომზადებისთვის და იმუშავებს სამწვრთნელო მეთოდიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებს.

საბჭოს შემადგენლობაში სტეფანიას გარდა ირიცხებიან: ნონა გაფრინდაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, გურამ მინაშვილი, თემურ ბენდიაშვილი, ჯემალ ცერცვაძე, რომან რურუა, გურამ საღარაძე, როსტომ აბაშიძე, გურამ პაპიტაშვილი, ვიქტორ სანეევი, ჯუმბერ ლეჟავა, ჯანო ბაგრატიონი, რევაზ ტრაპაიძე, ლევან თედიაშვილი, ქეთევან ლოსაბერიძე, ალექსანდრე მეტრეველი, მზია ჯუღელი.

კომენტარები