ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

დღეიდან ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ერთვებიან

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეიდან ხუთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს:

რაულ ცირეკიძე (85კგ), ვაჟა ღონღაძე (94კგ), დავით გოგია (105კგ), ალბერტ კუზილოვი (105კგ) და ირაკლი თურმანიძე (მძიმე წონა).

დღეს, 12 აპრილს, ფიცარნაგზე ცირეკიძე ავა, 13-ში ღონღაძე, კუზილოვი და გოგია, 14-ში კი თურმანიძე. 

აღსანიშნავია, რომ ხუთივე ქართველი სპორტსმენი A ჯგუფში იასპარეზებს.

კომენტარები