ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა რაულ ცირეკიძემ 85 წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ცირეკიძემ ატაცში 165კგ დაძლია, 168-ს აწევა კი ვერ შეძლო, რის შემდეგაც ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებდა.

აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 210კგ-ს აწევა შეძლო, ამდენივე დაძლია ბულგარელმა ივან მარკოვმა, თუმცა აკვრაში ცირეკიძეზე 5კგ-ით მეტი ასწია და ამიტომ ქართველი მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

85კგ წონით კატეგორიის გამარჯვებული რუსი აპტი აუხადოვი გახდა, კავკასიელმა 388კგ დაძლია (173+215).

შეგახსენებთ, რომ ხვალ შეჯიბრებაში ვა­ჟა ღონ­ღა­ძე (94კგ), და­ვით გო­გია (105კგ) და ალ­ბერტ კუ­ზი­ლო­ვი (105კგ) ჩაერთვებიან.

კომენტარები