ბოსტონის ტერაქტი

ცარნაევის თქმით, ბოსტონის ტერაქტი აშშ-ის წინააღმდეგ ანგარიშსწორება იყო

ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ჯოხარ ცარნაევის თქმით, ტერაქტი აშშ-ის მიერ მუსლიმურ ქვეყნებში შეჭრისთვის ანგარიშსწორება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრეცლებს. 

სამართალდამცავების თქმით, ცარნაევმა ამის შესახებ იმ ნავში დაწერა, რომელშიც დაჭრილი იმალებოდა. წერილში ცარნაევმა აღნიშნა, რომ ერთ მუსლიმზე თავდასხმა, მთელ მუსლიმურ სამყაროზე თავდასხმას ნიშნავს. 

15 აპრილის ბოსტონის ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტის მოწყობაში ბრალი ძმებს, ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებს ედებათ. ტამერლან ცარნაევი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. 

კომენტარები