ბოსტონის ტერაქტი

ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბოსტონის ტერაქტში ბრალდებულ, 21 წლის ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სასჯელს უმაღლესი ზომის გამოსატანად თორმეტივე მსაჯულის ხმა იყო აუცილებელი. მსაჯულები ვერდიქტზე 16 საათს მსჯელობდნენ.

აპრილში მსაჯულებმა ცარნაევი დამნაშავედ ცნეს ბრალდების 30-ვე მუხლზე, რომელთაგან 17 სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. NBC news-ის ცნობით, ცარნაევს სასიკვდილო ინიექციას გაუკეთებენ.

ტერაქტი ბოსტონის მარათონზე 2013 წლის აპრილს მოხდა. ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 264 დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ჯოხარ ცარნაევმა და მისმა უფროსმა ძმამ ტამერლანმა აამოქმედეს, რომელიც შემდეგ პოლიციასთან შეტაკებაში დაიღუპა.

კომენტარები