აშშ-ის ელჩი

ნორლანდი: ვემხრობით, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას

georgia.usembassy.gov

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.ნორლანდის განცხადებით, აშშ-ის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ჩვენ ასევე ვემხრობით, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და მის მიერ გათვალისწინებულ პუნქტებს. ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯები იწვევს წუხილს და იქნება განხილული სათანადო დონეზე", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის ცნობით, ის დღეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება. რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

"ელჩებს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ მას და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - განაცხადა ნორლანდმა.  

კომენტარები