პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები

ომბუდსმენი: ფარული ვიდეოჩანაწერები უახლოეს ხანებში უნდა განადგურდეს

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანაწერები უახლოეს ხანში უნდა განადგურდეს.

ომბუდსმენის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

"უახლოეს ხანებში უნდა მოხდეს იმ ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს შეიცავს და არა იმ მტკიცებულების, რომელიც კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს გამოკვეთს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

 

 

კომენტარები