პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები

ტუღუში: ორ კვირაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები განადგურდება

RFE/RL

 

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ის ორი კვირის განმავლობაში განადგურდება. ამის შესახებ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა.

"მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, რათა გავიაროთ დებულება. უნდა ვნახოთ, უფრო კონკრეტულად რა წესით მოხდება მასალების განადგურება და როგორ იქნება აღწერილი ყველაფერი, რა ტიპის მასალებია, როგორი ვადები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ, თუ ვინ დაესწრება ამ პროცესს. ჩვენი წინადადება იყო, რომ პროცესს დაესწრონ ჟურნალისტები და რომ ეს მოხდეს საჯაროდ", - აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური, ექსპერტი კახი კახიშვილი და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

კომენტარები