BATUMI SUMMER SET

Batumi Summer Set-ზე დასასწრები ბილეთები აღარ გაძვირდება

batumi summer set

Batumi Summer Set-ზე დასასწრები ბილეთის ღირებულება აგვისტოდან აღარ გაიზრდება. ორგანიზატორების განცხადებით, ქართველ მსმენელს საშუალება მიეცემა 3-დღიან ფესტივალს კვლავ საწყის ფასად დაესწროს. სამდღიანი აბონემენტი 70, ხოლო ერთდღიანი ბილეთი 35 ლარი ეღირება.

ამიერკავკასიაში ელექტრონული მუსიკის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს ბათუმის "საოცრებათა პარკი" 22, 23 და 24 აგვისტოს უმასპინძლებს. ორგანიზატორი კომპანია "მთვრალი ალუბალი", 13 ქართველი მუსიკოსის გარდა, 10 ცნობილ უცხოელ ვარსკვლავს მოიწვევს.

ფესტივალის პირველ დღეს დანიური პროექტი Laid Back სტუმრებს საათნახევრიან პროგრამას შესთავაზებს. 23 აგვისტოს ასევე დანიური ბენდი Sleep Party People დაუკრავს. ბოლო დღეს კი მსმენელის წინაშე ბრიტანული დუეტი Faithless წარდგება.

Batumi Summer Set-ზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში შეეძლებათ. 

კომენტარები