BATUMI SUMMER SET

დღეს BATUMI SUMMER SET 2013 იწყება

დღეს ბათუმის საოცრებათა პარკში მუსიკალური ფესტივალი BATUMI SUMMER SET 2013 იწყება. ანბანის კოშკის გვერდით მოწყობილი საფესტივალო ქალაქი რამდენიმე ზონისგან შედგება. ძირითადი და საცეკვაო სცენები, კინოთეატრი, ბარი, თამაშებისთვის გამოყოფილი ადგილი, ბანერები ფოტოგადაღებისთვის – სწორედ ასეთ გარემოში ფესტივალის სტუმრებს 3 დღის განმავლობაში მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ისეთი ვარსკვლავების მოსმენა შეეძლებათ, როგორებიცაა Laid Back, Betoko, Phon-O, Sleep Party People, Giraffage, Dominik Eulberg, Max Cooper, Faithless. 

იმის მიუხედავად, რომ 22-24 აგვისტოს სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ, საფესტივალო ქალაქის ტერიტორია სანახევროდ გადახურული იქნება. ბილეთების და აბონემენტების შეძენა ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელსა და კონცერტის მსვლელობისას, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში იქნება შესაძლებელი. სამდღიანი აბონემენტის ღირებულება 70 ლარს შეადგენს, ერთდღიანი ბილეთის ფასი კი 35 ლარია.

გთავაზობთ ფესტივალის მონაწილეთა ჩამონათვალს, სცენაზე მათი გამოსვლის დროის მითითებით:

22 აგვისტო
20:00 - SOLAR ECLIPSE
22:00 – BACHO&COBERT
00:00 – LAID 
01:20 – BETOKO 
02:40 – SYNKRO 
3:40 – PHON-O 

23 აგვისტო
20:00 – ZAZO & TROTSKY
22:00 – GIRAFFAGE 
00:00 – GREANBEEM & LEON
00:45 – SLEEP PARTY PEOPLE 
01:40 – DOMINIK EULBERG 
03:00 – MAX COOPER 

24 აგვისტო
20:00 – VAKO KEY & VAKO T.
22:00 – MAO & THE MINS
23:00 – GIO SHENGELIA & SIKHA
00:45 – RONE
01:45 – FAITHLESS
03:30 – VINCENT & LASHA

 

კომენტარები