საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამო მან ამერიკელებს მოუბოდიშა

David Usupashvili
Tabula

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდზე გამართული მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პრესის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პრეზიდენტის იმავე ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებების გამო სტუმრებს მოუბოდიშა.

"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ შეძლო, დაერღვია ყველა წესი და რიგი ასეთი შეხვედრების. ოფიციალური გამოსვლების შემდეგ მეც მომიწია გარკვეული მობოდიშება ჩვენი სტუმრებისთვის, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებს თავისი ფორმატი აქვს, თავისი თემატიკა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ამ ყველაფერს დიდი ხანია აღარაფრად დაგიდევთ. ამიტომ, მან სრულიად უადგილო თემები წამოწია, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეული ვართ, უბრალოდ, არ ველოდი, რომ ჩვენი სტუმრების თანდასწრებით ამას გააკეთებდა, მაგრამ მე მგონი უკვე ყველა გაგებით ეკიდება ასეთ მოვლენებს", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები