საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსური პრობლემაა

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. უსუფაშვილის თქმით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი და სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანაბარია. უსუფაშვილის თქმით, არავის უნდა მიეცეს იმის თქმის საბაბი, რომ ვიღაც კანონზე მაღლა დგას. 

" ე.წ.მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო ასეთი მოვლენების დროს. როდესაც ერთი ღამის განმავლობაში სასულიერო-საკულტო ნაგებობის აშენება უკანონოდ ხდება, ამის გამკეთებლს რაღაც ბოლომდე გააზრებული არა აქვს, ან აქვს გააზრებული, მაგრამ არც ისე სასიკეთო და სახელმწიფოებრივი მიდგომით ხელმძღვანელობს. ასევე დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის, მრევლისთვის. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა და წინასწარ გვეთქვა ის, რაც პოსტ-ფაქტუმ ითქვა, ამ თემას ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა რელიგიური თვალსაზრისით. ყველა რელიგიური წარმომადგენელი, სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის დროს, დემონსტრაციის დროს, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლამდიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიეორ პირები თუ პარლამენტის წევრები", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურმა შემოწმება დაასრულა, თუმცა საპატრიარქოში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მინარეთი სოფლის მახლობლად დასაწყობდა, დაილუქა და მიეჩინა დაცვა.

კომენტარები