ილია მეორეს განცხადება

ილია მეორე - ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია

fmabkhazia.com

ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 
ილია მეორემ დღეს მისი ეპისკოპოსად კურთხევის 50 წლისთავთან დაკავშირებით იქადაგა.
"დღეს, როცა შემისრულდა ეპისკოპოსად კურთხევის 50 წელი, მე შემიძლია ვთქვა, დიდება და მადლობა უფალს, დიდება უფალს, ღმერთს ყველაფრისთვის. აი, ამ წლების განმავლობაში ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომები დამიშვია. მე რით შემიძლია ვიამაყო, მე შემიძლია ვიამაყო, ვაღიარო ჩემი ცოდვებიც, ჩემი უძლურებებიც, მაგრამ ნათქვამია, ბრძენმა ხალხმა თქვა, მე გავაკეთე ის, რაც მე შემეძლო და სხვამ გააკეთოს ჩემზე უკეთესად", - განაცხადა პატრიარქმა.
როგორც მან აღნიშნა, ეპისკოპოსობა არის მოწამეობა და ეს 50 წელიც მოწამეობრივი იყო. "ამიტომ ვმადლობ უფალს, რომ ამ მოწამეობრივი წლების განმავლობაში მუდამ იყო ჩვენთან და მუდამ გვეხმარებოდა ჩვენ, დიდება და მადლობა უფალს", - ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები