ილია მეორეს განცხადება

ილია II: თუ პატიმარი გამოსწორების გზაზეა, შეიძლება პატიმრობა უვადო არ იყოს

მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე. თუ ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე და მაგალითი არის სიკეთის, შეიძლება პატიმრობა უკვე უვადო კი არ იყოს, რაღაც გარკვეული ვადა იყოს, რომ იმედი მიეცეს მას. მე მქონდა შეხვედრა მათთან. ალბათ ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება მიაქცევენ ყურადღებას.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე პარლამენტს უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ მან სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დროს გააკეთა.

კომენტარები