თამბაქოს ნაწარმის გაძვირება

თამბაქოს პროდუქციაზე ფასი ხვალიდან გაიზრდება

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი ხვალიდან, 1 სექტემბრიდან, გაიზრდება. შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქციაზე ღირებულებაც მოიმატებს.

აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, განაცხადა. ხადურის ცნობით, გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე - 15, ხოლო უფილტროზე - 5 თეთრით მოიმატებს.

ამ დროისთვის აქციზის გადასახადი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრია, უფილტროზე კი - 15.

კომენტარები