ქართველები სირიაში

სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ფანჯიკიძის უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს

სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რიტა ნალბანდიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ქართველებმა უარი თქვეს სირიის დატოვებაზე, სიცრუეს უწოდებს.

"ის, რომ ვითომ ჩვენ უარი ვთქვით ქვეყნის დატოვებაზე, ასეთი რამ არ ყოფილა, ეს სიცრუეა, რომელი ნორმალური ადამიანი იტყვის ამ სიტუაციაში უარს წასვლაზე. დაგვიჯავშნეს ხვალ დილის რეისზე ბილეთები და ჩვენ ეს ამბავი შაბათს შეგვატყობინეს, უნდა ჩავსულიყავით ბეირუთის აეროპორტში, იქ ხალხი მიაწყდა, საზღვარზე სამი დღე უნდა ვიდგეთ, ამიტომ, ჩვენ ვერ ვასწრებდით იმ თვითმფრინავით გაფრენას, ჩვენთვის მთავარია, რომ სამი-ოთხი დღით ადრე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ საზღვარზე უნდა ჩავდგეთ რიგში, რომ მოვასწროთ აეროპორტში მისვლა, სხვა არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ წამოსვლაზე უარას არ ვამბობთ",“ - აღნიშნა ნალბანდიანმა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა - " 30 აგვისტოს  საქართველოს 18 მოქალაქემ განაცხადა სამშობლოში დაბრუნების თანხმობა  და ითხოვა დახმარება, ქ. ბეირუთიდან ქ. თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენაში. 30 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძინა 2013 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთები ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით.  

31 აგვისტოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ისინი თავად აცხადებენ, არ სურთ სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე, რამაც შესაძლოა სამინისტროს შეუქმნას სერიოზული სირთულეები მომავალში, მოქალაქეების საქართველოში უსაფრთხოდ გადმოყვანის  კუთხით.  " - ეწერა განცხადებაში.

 

კომენტარები