მეწყერი მესტიაში

ლახამულაში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში მეწყერი ჩამოწვა. დაგუბებულმა წყალმა შესაძლოა ღვარცოფი გამოიწვიოს, რომელიც სოფლის ნახევარს წალეკავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსალოდნელი საფრთხის გამო სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

სტიქიამ სოფელთან დამაკავშირებელი რამდენიმე ხიდი დააზიანა. მეწყერი სკოლის შენობასაც მიუახლოვდა, რის გამოც სწავლა შეჩერდა. ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ამასთან, გადაიკეტა ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი.

 

კომენტარები