აქცია თბილისის საკრებულოსთან

საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს

timer.ge

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები საკრებულოს შენობასთან აქციას მართავენ და შენობაში შეჭრას ცდილობენ. აქციის მონაწილეები დაფინანსების შეწყვეტას აპროტესტებენ და ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. თავმჯდომარეების განცხადებით, მათ პირველი სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყდათ და სწორედ მისი აღდგენაა მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებმაც დაცვის სამსახურის დახმარებით, აღკვეთეს საკრებულოს შენობაში აქციის მონაწილეების შესვლის მცდელობა. აქციის საინიციატივო ჯგუფი ცდილობს, შევიდეს საკრებულოში და გაარკვიოს ვითარება. აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ თავისუფალი ზონის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ამხანაგობების თავმჯდომარეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კომენტარები