აქცია თბილისის საკრებულოსთან

თბილისის საკრებულო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნებს განიხილავს

თბილისის საკრებულოს შენობასთან ამხანაგობების თავმჯდომარეების აქცია დასრულდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, მამუკა ახვლედიანის თქმით, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უახლოეს 10 დღეში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. საკრებულო ამხანაგობების თავმჯდომარეების მიერ დღევანდელ აქციაზე გაჟღერებულ თემასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

"მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს 10 დღეში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელიც მიეძღვნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამული პროექტების განახლების, დაფინანსებისა და აღდგენის საკითხების განხილვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისის მერია გამონახავს დამატებით საშუალებას, რომ ამ პროექტებში დამატებითი თანხები გამოიყოს, რაც პროექტების გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. შემდგომ თბილისის საკრებულომ ეს უნდა ასახოს ბიუჯეტში", - თქვა ახვლედიანმა.

კომენტარები